თემა : ტუბერკულოზი განკურნებადია
მიზანი: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანთა გამოვლენა და დაავადებული ადამიანებისადმი დანარჩენ წევრთა დამოკიდებულების შეცვლა
ამოცანა: საზოგადოების ინფორმირება ამ სფეროში.რა იწვევს ამ დაავადებას.განკურნებადია თუ არა.ამოცანა დაკავშირებულია სოციალურ,კლინიკურ,ინდივიადუალურ ფაქტორთან.ეს პრობლემა პირდაპირ უკავშირდება სკოლას,ოჯახსა და თემს.ჩვენი ჩარევა სასურველია(ალბათ უკეთეს შედეგსაც მივიღებთ) 24 მარტს.ვინაიდან ეს არის დღე,როდესაც აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე.იმისათვის,რომ გამოვავლინოთ დაავადებული ადამიანები სკოლაში და უბანში,ამაში დაგვეხმარება კლასის დამრიგებელი,ექიმ ფტიზიატრიები.უნდა მოვახდინოთ სიღარიბის ქვემოთ მდგომი მოსახლეობის აღწერა ან შევხდეთ სააგენტოს წარმომადგენლებს.გამოვიყენებთ ფილმებს,სლაიდ შოუებს,ბუკლეტებს,ცნობარებს.მიზნობრივ ჯგუფში შეიძლება აღმოჩნდეს ყველა ასაკის ადამიანები.შესაძლებელია ჩვენი ჩართვა მოხდეს მაშინ,როდესაც მერიის ჯანმრთელობის დაცვის წარმომადგენლები ატარებენ ყოველწლიურ გამოკვლევებს სკოლებში
რესურსებ:ადამიანური:ექიმ ფტიზიატრი,სააგენტოს წარმომადგენელი,სკოლის ექიმი,მერიის წარმომადგენელი,კლასის დამრიგებელი.
რისკი: საზოგადოების სიმცირე,გულგრილობა,ტუბ.დისპანსერში ინფორმაციის არ გაცემა,შუქის გათიშვა.
ვადები: VII კვირა
აქტივობა: I კვირა- ა)კლასის დამრიგებლებთან შეხვედრა და სკოლაში სოციალური სურათის გამოვლენა მონიტორინგი)
ბ)ტუბდისპანსერში (გარკვეული უბნის დაავადებულთა აღრიცხვა-დადგენა)
გ)სიღარიბის ქვემოთ მდგომი მოსახლეობის სარეიტინგო ქულების გაგება და მოსახლეობის საერთო მდგომარეობის აღწერა(აგენტთან ერთად) (მონიტორინგი)
II კვირა- უბანში გასვლა.ბუკლეტების და ცნობარების დარიგება,სადაც საკმაო ინფორმაცია იქნება ტუბერკულოზის შესახებ
III კვირა-უბანში აფიშების გაკრა(შეხვედრებისა და უფასო კონსულტაციების შესახებ)
IVკვირა-დოკუმენტური ფილმების ჩვენება(განხილვა),ნახატების გამოფენა,თხზულებების წაკითხვა
Vკვირა-ექიმ ფტიზიატრთან უფასო კონსულტაციები,რენტგენი(რეცეპტების გაცემა)(ფასდაკლებით ან უფასო)
VI კვირა-მონიტორინგი...სტატისტიკური მონაცემების დადგენა
VII კვირა-ანალიზი
შედეგი:საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.დაავადებულთა გამოვლენა და საზოგადოების წევრთა დამოკიდებულების შეცვლა
მიმართულება:მოქ.IX მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში
- საკუთარი შესაძლებლობისა და ინტერესების შესაბამისად გააზრებულად და აქტიურად მონაწილეობა კლასისა და სკოლის ცხოვრებაში(სასკოლო გუნდებში ან მათ მხარდამწერთა კლუბებში და ა.შ)
მოქ.IX მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე წერს თხზულებას სოციალური დაავადებების მქონე ადამიანებისადმი საზოგადოების დანარჩენ წევრთა დამოკიდებულების შესახებ,სადაც ასაბუთებს საკუთარ პოზიციას მის მიერ აღწერილი ურთიერთობის სამართლიანობის შესახებ
განცხადება
ძვირფასო მეგობრებო!
24 მარტი
– ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა! 15 –19 –20 მარტს ქ.ბათუმის №6 საჯარო
სკოლაში დღის 12.00 საათზე ჩატარდება ღონისძიება : ,,ტუბერკულოზი განკურნებადია“(აქვე
შედგება უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები).
იმისათვის, რომ ერთად დავამარცხოთ ტუბერკულოზი ჩვენ ,თქვენი დახმარება
და მხარდაჭერა გვჭირდება.გთხოვთ მობრძანდეთ!
ნუ იქნები სუსტი რგოლი!